„ბი თი ეი“ ბანკი ყოველთვის მზადაა მიიღოს თავის გუნდში განვითარებაზე ორიენტირებული, მიზანდასახული, პასუხისმგებლობიანი და ინიციატივიანი ადამიანები. თუ თქვენ თვლით, რომ სწორედ ასეთი ადამიანი ხართ და გსურთ განავითაროთ თქვენი კარიერა „ბი თი ეი“ ბანკში, შეავსეთ და გამოგვიგზავნეთ ელექტრონული სააპლიკაციო ფორმა.
ვაკანსიების წარმოშობისთანავე, სააპლიკაციო ფორმების პირველადი შერჩევისას პერსონალის მართვის დეპარტამენტი განიხილავს აპლიკანტების განაცხადებს და დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
კონკურსი მოიცავს შემდეგ საფეხურებს: პირველადი შერჩევა (სააპლიკაციო ფორმების საფუძველზე), ტესტირება და ინტერვიუ.
განსახილველად მიიღება მხოლოდ ელექტრონული სააპლიკაციო ფორმები.