ENG. GEO
 

მოთხოვნამდე დეპოზიტი

დააბანდეთ თქვენი ფული შეზღუდვების გარეშე!
გახსენით დეპოზიტი ვადებისა და აუცილებელი ყოველთვიური შენატანის გარეშე და დარიცხული მაღალი საპროცენტო სარგებლის შემდეგ გაიტანეთ როდესაც გენებოთ. მობრძანდით ბითიეი ბანკში და დარწმუნდით, რომ ჩვენთან უკეთესია.

მოთხოვნამდე დეპოზიტის ძირითადი უპირატესობანი:
  • მაღალი საპროცენტო სარგებელი
  • პროცენტის დარიცხვა ხორციელდება სრულ თანხაზე
  • დეპოზიტის ვადა არ არის შეზღუდული
  • დეპოზიტის გახსნა და მომსახურება უფასო
  • დეპოზიტზე თანხის შემოსავალი და გასავალი უფას
საპროცენტო სარგებელი და დარიცხვის პრინციპი:

ვალუტა ლარი აშშ დოლარი ევრო
მინიმალური ნაშთი 1000 500 500
საპროცენტო განაკვეთი 6.00% 5.00% 4.00%

* მინიმალური თანხა, რომელსაც ერიცხება პროცენტი

  • საპროცენტო სარგებელი ანგარიშდება რთული პროცენტის წესით და ყოველი თვის ბოლო რიცხვში ემატება დეპოზიტის ძირითად თანხას.

მომსახურების ტარიფები:
  • დეპოზიტის გახსნა - უფასო;
  • დეპოზიტის მომსახურება - უფასო;
  • დეპოზიტზე თანხის შემოსავალი და გასავალი - უფასო.
დამატებითი პირობები:
  • იმ შემთხვევაში თუ დეპოზიტის ნაშთი 6 თვის განმავლობაში არ აღემატება მინიმალურ ნაშთს და ამ პერიოდის განმავლობაში დეპოზიტზე არ განხორციელებულა აქტიური ოპერაციები, მაშინ ყოველთვიურად (თვის ბოლო დღეს) განხორციელდება დეპოზიტის მომსახურების საკომისიოს მიღება 1 ლარის ოდენობით, ანგარიშზე აქტიური ოპერაციის შესრულებამდე;
  • უნაღდო სახით ჩარიცხული თანხის ფარგლებში დეპოზიტიდან თანხის განაღდება წარმოებს ბანკში არსებული სტანდარტული ტარიფების შესაბამისად.
 
 
Developed by Tea Kharitonashvili
Designed by Tina Samadashvili