თითოეულ ანგარიშსწორებას თავისი
უპირატესობა გააჩნია ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებაში მონაწილე ორივე მხარისათვის.
საერთაშორისო ვაჭრობაში გადახდის ოთხი
ფორმა არსებობს:
-
საავანსო გადახდა;
-
დოკუმენტური ინკასო;
-
დოკუმენტური აკრედიტივი;
- ანგარიშსწორება ღია ანგარიშით.
რა უპირატესობა აქვს აკრედიტივს
დოკუმენტური აკრედიტივი
არის
ანგარიშსწორების ერთადერთი ფორმა, რომლის დროსაც უპირატესობაკონტრაქტში მონაწილე
ორივე მხარეს ენიჭება, რადგან ვალდებულებები ორივე მხარეზე თანაბრად ნაწილდება.
აკრედიტივის ფაზები:
-
პირველ ეტაპზე ხდება სავაჭრო კონტრაგენტების ერთმანეთთან დაკავშირება,
როგორც წესი პოტენციური მყიდველი წარადგენს პოტენციურ გამყიდველთან გარკვეული
სახის საქონლის თუ მომსახურების შეძენაზე ხელშეკრულებას, სადაც
გადახდის პირობად მიეთითება ანგარიშსწორება
დოკუმენტური აკრედიტივით;
-
კონკრეტული პირობების განხილვის შემდეგ იდება ყიდვა-გაყიდვის
ხელშეკრულება/კონტრაქტი;
-
მყიდველი (აპლიკანტი) აწვდის ბანკს (ბანკი ემიტენტი) ხელშეკრულებას,
რომლის საფუძველზეც მუშავდება ბანკსა და გამყიდველს (ბენეფიციარს) შორის
აკრედიტივის კონკრეტული პირობები;
-
პირობების შეჯერების შემდეგ, მყიდველი (აპლიკანტი) ბანკში არსებული (განაცხადი/ხელშეკრულება)
ფორმით ავალებს ბანკ ემიტენტს აკრედიტივის გახსნას გამყიდველის (ბენეფიციარის)
სასარგებლოდ;
-
ბანკი ემიტენტი უგზავნის აკრედიტივს გამყიდველის (ბენეფიციარის) ბანკს;
-
გამყიდველის (ბენეფიციარის) ბანკი ამ უკანასკნელს გადასცემს (ავიზირებას
უკეთებს) აკრედიტივს;
-
გამყიდველი (ბენეფიციარი) აგზავნის საქონელს მყიდველთან (აპლიკანტთან);
-
გამყიდველი (ბენეფიციარი) აკრედიტივით წინასწარგანსაზღვრულ
დოკუმენტაციას
წარადგენს გამყიდველის
(ბენეფიციარის) ბანკში;
-
შემსრულებებლი ბანკი (შესაძლოა იყოს აპლიკანტის, ბენეფიციარის ან სხვა
ბანკი) ამოწმებს წარდგენილ დოკუმენტაციას და აკრედიტივის პირობებთან შესაბამისობის
შემთხვევაში, აწარმოებს გამყიდველისათვის (ბენეფიციარისათვის) თანხის გადახდას;
-
შემსრულებებლი ბანკი ინაზღაურებს გადახდილ თანხას აპლიკანტისგან
(გამყიდველისგან) წინასწარდადგენილი პირობების საფუძველზე დოკუმენტაციის
სანაცვლოდ;
-
აპლიკანტი (გამყიდველი) მიღებული დოკუმენტაციით იღებს საქონელს
აკრედიტივით განსაზღვრული პირისგან.
დოკუმენტური აკრედიტივით მომსახურების საპროცენტო სარგებელი, ისევე როგორც ტექნიკური საკომისიოების დიდი ნაწილი განიხილება ინდივიდუალურად.