ბითიეი ბანკისათვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა და განვითარებაა.
წლების განმავლობაში, სტრატეგიული თანამშრომლობის შედეგად არაერთმა ქართულმა თუ უცხოურმა კომპანიამ გააფართოვა თავისი საქმიანობა, გახადა ის უფრო მასშტაბური და წარმატებული. ბითიეი ბანკის მიერ, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისათვის, გაცემული ყოველი კრედიტი, თოთოეული კლიენტისადმი ინდივიდუალური მიდგომისა და საჭიროების შესწავლის შედეგად დგინდება.
ერთჯერადი კრედიტით სარგებლობა შეგიძლიათ თუ გეგმავთ:
-
ბიზნესის გაფართოებას;
-
ფიქსირებული აქტივების შეძენის დაფინანსებას;
-
ძირითადი საშუალებების შეძენას;
-
მნიშვნელოვანი ინვესტიციების განხორციელებას,
-
კაპიტალური ხარჯების დაფინანსებას,
-
სხვა ვალდებულებების დაფარვას.