ENG. GEO
 

საბავშვო დეპოზიტი

ერთად ვიზრუნოთ თქვენი შვილების მომავალზე !

საბავშვო დეპოზიტის მეშვეობით უკვე დღესვე შეგიძლიათ იზრუნოთ თქვენი შვილების მომავალ კეთილდღეობაზე. მცირედი ძალისხმევით შესაძლებელია უზრუნველყოთ თქვენი ბავშვების განათლებისა, თუ მათი კომფორტული ცხოვრებისათვის აუცილებელი პირობები .
მობრძანდით, გახსენით ბითიეი ბანკში საბავშვო დეპოზიტი და დარწმუნდით, რომ ჩვენთან უკეთესია.

 
საბავშვო დეპოზიტის ძირითადი უპირატესობანი:
  • მაღალი საპროცენტო სარგებელი;
  • საპროცენტო სარგებლის რთული დარიცხვის წესი;
  • ყოველთვიური შენატანის დაბალი მინიმალური ზღვარი;
  • დეპოზიტის გასახსნელად აუცილებელი დაბალი მინიმალური თანხა.
საბავშვო დეპოზიტის გახსნის შემთხვევაში ჩვენ გჩუქნით:
  • დეპოზიტის მოქმედების პერიოდში ავტომატური გადარიცხვების სერვისს
  • საანგარიშსწორებო (მიმდინარე) ანგარიშს

საბავშვო დეპოზიტის ძირითადი პირობები:
  • ვალუტა- ლარი/აშშ დოლარი/ევრო;
  • საბავშვო დეპოზიტი იხსნება ბავშვის სახელზე;
  • ყოველთვიური შენატანი:
    • 20 ლარი;
    • 10 აშშ დოლარი;
    • 10 ევრო.
  • მინიმალური ვადა- 24 თვე;
  • მაქსიმალური ვადა - ბავშვის სრულწლოვნება;
  • დეპოზიტის მინიმალური თანხა - 50ლარი / 40 აშშ დოლარი / 40 ევრო.
საპროცენტო სარგებელი და დარიცხვის პრინციპი:

ვადა თვე ლარი აშშ დოლარი ევრო
24 თვიანი 14.00%  9.50%
9.00% 
24 თვეზე მეტი 24 თვის გა სვლის შემდეგ ბანკში ანალოგიურ პროდუქტზე დადგენილი საპროცენტო განაკვეთი


  • აღნიშნული საპროცენტო განაკვეთი უცვლელია დეპოზიტის გახსნიდან 24 თვის განმავლობაში, აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ დეპოზიტს დაერიცხება იმ პერიოდისთვის ბანკში არსებული საპროცენტო განაკვეთი;
  • საპროცენტო სარგებლის რთული დარიცხვის წესი გულისხმობს წელიწადში ერთხელ დარიცხული პროცენტის დამატებას დეპოზიტის ძირითად თანხაზე.
სარგებლის გამოთვლა>>

მომსახურების ტარიფები:
  • დეპოზიტის გახსნა - უფასო;
  • დეპოზიტის მომსახურება - უფასო;
  • დეპოზიტზე თანხის შემოსავალი და გასავალი - უფასო.
დამატებითი პირობები:
  • უნაღდო სახით ჩარიცხული თანხის ფარგლებში დეპოზიტიდან თანხის განაღდება წარმოებს ბანკში არსებული სტანდარტული ტარიფების შესაბამისად;
პროდუქტით დაინტერესების შემთხვევაში პროდუქტის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად და ეფექტური პროცენტის გამოთვლასთან დაკავშირებით, გთხოვთ დაგვიკავშირდით 032 2 242 242, ან მობრძანდით ჩვენს ნებისმიერ ფილიალში და დარწმუნდით, რომ ჩვენთან მართლაც უკეთესია!
 
 
Developed by Tea Kharitonashvili
Designed by Tina Samadashvili