არ არსებობს დეპოზიტის გასახსნელად დაწესებული მინიმალური ზღვარი, არ არის განსაზღვრული დრო და არც ყოველთვიურად შემოსატანი აუცილებელი თანხა. უბრალოდ არსებობს თქვენი მოგებისათვის დაწესებული მაღალი საპროცენტო სარგებელი. გახსენით ბითიეი ბანკში შემნახველი დეპოზიტი, გაიტანეთ ნებისმიერ დროს თქვენი დეპოზიტიდან თანხა, კვლავ დააბრუნეთ როცა გენებოთ და მშვიდად მიიღეთ გარანტირებული მოგება. მობრძანდით, გახსენით ბითიეი ბანკში შემნახველი დეპოზიტი და დარწმუნდით, რომ ჩვენთან უკეთესია.
შემნახველი დეპოზიტის ძირითადი უპირატესობანი:
- პლასტიკური ბარათის მეშვეობით დეპოზიტის მართვის შესაძლებლობა
- მაღალი საპროცენტო სარგებელი
- შეუზღუდავი რაოდენობითა და ვადით თანხის განთავსების შესაძლებლობა
- სარგებლის დარიცხვა, როგორც დეპოზიტზე თვის განმავლობაში დაფიქსირებულ მინიმალურ თანხაზე, ისე მინიმალური თანხისა და ყოველი დღის ფაქტიური ნაშთის სხვაობაზე.
- პლასტიკურ ბარათს ოვერდრაფტის ლიმიტით
- დეპოზიტის მოქმედების პერიოდში ავტომატური გადარიცხვების სერვისს
- საანგარიშსწორებო (მიმდინარე) ანგარიშს
- დამატებით 1%-ს, თუ თვის განმავლობაში დეპოზიტიდან არ გაიტანთ თანხას და მინიმალური ნაშთი იქნება ტოლი ან მეტი 400 GEL / 200 USD / 200 EUR
ძირითადი პირობები:
-
დეპოზიტის მინიმალური და მაქსიმალური ვადა - არ არის შეზღუდული;
-
პირველადი შენატანი - არ არის შეზღუდული;
-
მინიმალური ნაშთი - არ არის განსაზღვრული;
-
ვალუტა - ლარი/აშშ დოლარი/ევრო;
-
დეპოზიტიდან თანხის გადარიცხვა შესაძლებელია პირად ანგარიშზე.
საპროცენტო სარგებელი და დარიცხვის პრინციპი:
| ვალუტა | ლარი | აშშ დოლარი | ევრო | |
| საპროცენტო განაკვეთი | მინ. თანხაზე | 11.00% | 7.00% | 6.50% |
| ნაშთ.სხვაობაზე | 2.50% | 2.00% | 1.50% | |
თვის უკანასკნელ რიცხვში, თვის განმავლობაში დეპოზიტზე დაფიქსირებულ მინიმალურ თანხაზე თვეში არსებული დღეების რაოდენობის მიხედვით;
თვის უკანასკნელ რიცხვში, თვის განმავლობაში დეპოზიტის ფაქტიურ ნაშთსა (ყოველი საოპერაციო დღის ბოლოს არსებული ნაშთი) და მინიმალურ თანხის სხვაობაზე დღეების მიხედვით (რომელ დღეებშიც ფაქტიური ნაშთი აღემატებოდა მინიმალურ თანხას).
მაგალითად: შემნახველი დეპოზიტის ანგარიშზე თვის განმავლობაში 5 დღის პერიოდში იყო განთავსებული 700 ლარი, შემდგომი 10 დღის განმავლობაში - 550 ლარი, ხოლო შემდგომი 15 დღის განმავლობაში 680 ლარი, მაშინ:~ თვის განმავლობაში მინიმალურ თანხას, ანუ 550 ლარს 30 დღეზე დაერიცხება
11%
700 – 550 = 150 ლარს 5 დღეზე დაერიცხება
2.5%;
680 – 550 = 130 ლარს 15 დღეზე დაერიცხება
2.5%.
მომსახურების ტარიფები
- დეპოზიტის გახსნა - უფასო;
- დეპოზიტის მომსახურება - უფასო;
- სარგებლის პლასტიკური ბარათის მეშვეობით გატანის საკომისიო - ბანკში არსებული სტანდარტული ტარიფების შესაბამისად;
- სარგებლის ანგარიშიდან გატანა - უფასო;
- დეპოზიტის პლასტიკური ბარათით განაღდების საკომისიო - ბანკში არსებული სტანდარტული ტარიფების შესაბამისად;
- დეპოზიტის განაღდება ანგარიშიდან შემოტანილი ნაღდი თანხის ფარგლებში - უფასო;
- დეპოზიტის განაღდება ჩარიცხული თანხის ფარგლებში - ბანკში არსებული სტანდარტული ტარიფების შესაბამისად;
- თანხის გადარიცხვა პირად ანგარიშზე - უფასო.
დამატებითი პირობები
- თუ 1 თვის განმავლობაში (არასრული თვე არ გაითვალისწინება) დეპოზიტის მინიმალური ნაშთი მცირეა 400 GEL / 200 USD / 200 EUR-ზე, მაშინ ყოველი თვის ბოლო დღეს დეპოზიტიდან მოხდება 1 ლარის (ექვივალენტის) ოდენობით საკომისიოს ჩამოჭრა.
პროდუქტით დაინტერესების შემთხვევაში პროდუქტის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად და ეფექტური პროცენტის გამოთვლასთან დაკავშირებით, გთხოვთ დაგვიკავშირდით 032 2 242 242, ან მობრძანდით ჩვენს ნებისმიერ ფილიალში და დარწმუნდით, რომ ჩვენთან მართლაც უკეთესია!
