ENG. GEO
 

პლასტიკური ბარათები


შეარჩიეთ თქვენთვის სასურველი ბარათი და გახადეთ ანგარიშსწორების პროცესი მარტივი და უსაფრთხო!


ჩვენი ბარათებით თქვენ შეძლებთ:
  • გაანაღდოთ თანხა მსოფლიოს ნებისმიერ ბანკომატში ნებისმიერი ვალუტის ფარგლებში;
  • ისარგებლოთ ინტერნეტ საიტებიდან სხვადასხვა მომსახურებისა და პროდუქტის გამოწერის სერვისით;
  • მსოფლიოს სხვადასხვა სავაჭრო ობიექტში მოახდინოთ ანგარიშსწორება;
  • ისარგებლოთ დისტანციური მომსახურებით სახლიდან გაუსვლელად
    .

ბანკომატით სარგებლობის წესები

 

  • მოათავსეთ პლასტიკური ბარათი ბანკომატის მარჯვენა მხარეს არსებულ ჭრილში ფოტოზე მითითებული მიმართულებით.
  • აირჩიეთ თქვენთვის სასურველი მომსახურების ენა   ეკრანზე გამოსახულ ენათა ჩამონათვლის გასწვრივ მოთავსებულ ღილაკზე თითის დაჭერით.
  • ყურადღებით აკრიფეთ ბანკომატის კლავიატურაზე თქვენი PIN კოდი.
  • შეარჩიეთ თქვენთვის სასურველი   ტრანზაქციის ტიპი თითოეული ოპერაციის გასწვრივ მოთავსებულ ღილაკზე თითის დაჭერით.
  • თანხის გატანის სურვილის შემთხვევაში, შეარჩიეთ სასურველი ვალუტა მის გასწვრივ მდებარე ღილაკზე დაჭერით.
  • აირჩიეთ ბანკომატიდან გასანაღდებელი თანხის ოდენობა ეკრანზე მოცემული თანხის გასწვრივ არსებულ ღილაკზე თითის დაჭერით . თუ სასურველი თანხა განსხვავდება ეკრანზე გამოტანილი ვარიანტებისგან, მაშინ დააჭირეთ ღილაკს „ სხვა თანხა“. გაითვალისწინეთ, რომ:
    • თუ თქვენ გსურთ ეკრანზე მითითებულ მაქსიმალურ თანხაზე მეტი ოდენობის განაღდება, ოპერაცია უნდა განახორციელოთ რამდენჯერმე.  
  • განხორციელებული ტრანზაქციის შესახებ ქვითრის მიღების სურვილის შემთხვევაში, აირჩიეთ ღილაკი „დიახ“, თუ გსურთ აიღოთ თანხა ჩეკის გარეშე, აირჩიეთ ღილაკი „არა“.
  • ოპერაციის დასრულების შემდეგ, აიღეთ თანხა, ბარათი და ქვითარი.

ბარათის დაკარგვის შემთხვევაში:
24 საათის განმავლობაში შეგიძლიათ დაგვირეკოთ ნომრებზე:
(+995 32) 31 49 49; (+995 32) 31 49 99;

სამუშაო საათებში დაგვიკავშირდით ნომერზე:
(+995 32) 242 242;
 
 
Developed by Tea Kharitonashvili
Designed by Tina Samadashvili